aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

,,კმარა განცდილი წამება! “AKEDAN WADI”!

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტრაბზონის მედია  შოთა არველაძეს  წასვლისაკენ 6 ენაზე მოუწოდებს

ტრაბზონელი გულშემატკივრისათვის ერთ დროს ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი – შოთა არველაძე, მწვრთნელის რანგში, “ტრაბზონსფორის” აგრესიული გულშემატკივრებისათვის უკვე მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. 11 თამაშიდან – არველაძის გუნდს  14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-12-ე ადგილი უკავია.

ტრაბზონული მედია,  ბოლო 7 მატჩში 5 წაგების შემდეგ, წარუმატებლობის მთავარ მიზეზად   შოთა არველაძეს ადანაშაულებს და მას გუნდიდან დროზე წასვლისკენ მოუწოდებს.

ტრაბზონისა და თურქეთის შავიზღვისპირეთის ყველაზე პოპულარული გამოცემა “კარადენიზ გაზეთესი”  7 ნოემბერს, ,,ტრაბზონსფორის,, მიერ გასვლით მატჩში ლიგის დებიუტანტ ,,ბაშაკშეჰირთან,, განცდილი მარცხის შემდეგ, არველაძის მიმართ უმწვავესი კრიტიკით და ერთ დროს ტრაბზონელთა საყვარელ ფეხბურთელს  წასვლისკენ ექვს ენაზე, უხეში ფორმით მოუწოდებს ,,კმარა განცდილი წამება! მიატოვე და აქედან წადი! ჩვენ მსგავსი სამარცხვინო ფეხბურთი არ გვინახავსშოთა ჰოჯა, სინდისი არ გაწუხებს?,, -წერს  “კარადენიზ გაზეთესი”.

აღსანიშნავია, რომ გაზეთის ყდაზე, ლათინური ასოებით ვკითხულობთ – “AKEDAN WADI”

 

უახლოეს ხანებში, შოთა არველაძის გადადგომას ,,ტრაბზონსფორის,, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ამ კლუბის გულშემატკივრებთან ერთად, თურქული მედიის სხვა წყაროებიც არ გამორიცხავენ.

იტვირთბა....