aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კილაძე – ფოფხაძის განცხადება ქართული ოცნებისთვის შეურაცხმყოფელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, გედევან ფოფხაძის ადგილას “ქართულ ოცნებას” დატოვებდა.

„თუ გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია, არ ვიცი, მაგრამ თუ მივიჩნევდი, რომ აღნიშნული პარტია კომკავშირია, კომკავშირში ვერ გავჩერდებოდი. ეს მისი არჩევანია. ვფიქრობ, პარტიისთვის გედევან ფოფხაძის განცხადება შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პარტიიდან დაით ჭიჭინაძის გარიცხვას გამოეხმაურა. კომენტარი ფოფხაძემ “ტვ პირველთან” გააკეთა.

“ვიღაცას მიაჩნია, რომ მე პირში წყალს ჩავიგუბე და დათოს ვაგრძნობინებ, რომ შენ შეგეშალა რაღაცები, მე მაგას ვერ გავაკეთებ, მორალურად დავინგრევი. რა კაცობაა ეგ?! სულ არ მინდა პოლიტიკაში ყოფნა. შინაგანად რაღა უნდა გინდოდეს. თუ ადამიანი განსხვავებული შეხედულების გამო პარტიამ შეიძლება გარიცხოს… რას ნიშნავს, რომ ნებისმიერი, ვინც განსხვავებულ აზრს იტყვის, იტყვიან, გედი ფოფხაძე არაეთიკურია, ჩაიწერება ბრძანებაში, ბლანკში, რომ არაეთიკური ხარ და კარგად იყავი”, – განაცხადა ფოფხაძემ.

იტვირთბა....