aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

კილაძე: ოპოზიცია ცდილობს, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლად წარმოაჩინოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ოპოზიცია ცდილობს, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლად წარმოაჩინოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს.

„ერთი პოლიტიკური საკითხი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სერიოზული სიცრუის გავრცელების საფუძველი და საბაბი გახდა ის იყო, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ პირდაპირ ამბობს სტრასბურგი, რომ ის არ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, როგორც ამის წარმოჩენას ოპოზიცია აპირებს. ამაზე პირდაპირ, ხაზგასმით არის მითითებული როგორც გადაწყვეტილებაში, ასევე თავად მინისტრთა კომიტეტი საუბრობს ამაზე. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეხება გამოძიებას და რა თქმა უნდა, ეს საქმე ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი, მაგრამ ჩვენ აქ გვქონდა სამართლებრივი პრობლემები და ამ პრობლემებიდან გამომდინარე იუსტიციის სამინისტრომ შემოიტანა პარლამენტში შემოიტანა კონკრეტული ცვლილებების პაკეტი, რომელსაც ჩვენ მომდევნო სამშაბათს განვიხილავთ. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, სამოხელეო დანაშაულებებთან მიმართებით, რომელიც კორუფციას ეხება, შესაძლებელი იყოს შესაბამისი ფარული მიყურადების განხორციელება. ეს არის პირდაპირ მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნა, რომ ჩვენ თუ ასეთი ტიპის შემთხვევები შეგვხვდა, ეფექტიანად გამოვიძიოთ. შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი მექანიზმი, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულები გამოიძიონ. ფაქტობრივად, საქმე იყო საკანონმდებლო ხარვეზი და ეს საკანონმდებლო ხარვეზი აუცილებლად აღმოიფხვრება ისე, როგორ რეკომენდაციასაც გვაძლევს მინისტრთა კომიტეტი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა.

იტვირთბა....