aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კილაძე გვარამიას განცხადებაზე – ასეთი მოწოდებებით იწყებოდა ებრაელების წინააღმდეგ ფაშისტური გერმანიის მესვეურების მოწოდებები

“მე მთელი ჰოლოკოსტის ისტორია ნანახი მაქვს. გერმანიაში დიდი ხანი ვცოხოვრობდი და დამაინტერესა ჰოლოკოსტის თემამ – რამ მიიყვანა გერმანია აქამდე. ზუსტად ასეთი მოწოდებებით იწყებოდა ებრაელების წინააღმდეგ ფაშისტური გერმანიის მესვეურების აქტივობები, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა. თავიდან ვითომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა, შემდეგ კი კონკრეტულად შედეგამდე მივედით”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა სოფო კილაძემ “ტვ პირველი” ეთერში “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის ფეისბუქ-სტატუსის კომენტირებისას .

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოებამ ყველა პოლიტიკოსი უნდა შეავიწროოს ვინც მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს.

“ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება. დახმარება ქვეყნის ღალატში.

ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს, რომ მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია, და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ! მე, პირადად, ვაპირებ ამას მივუძღვნა საკუთარი თავი უახლოვესი რამდენიმე წელი. ჯერ არჩევნების წაგებაში ძალიან დავეხმარები მოღალატე სალომეს (აუცილებლად წააგებს) და მერე მივუბრუნდები მის დამხმარეებს” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....