aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. აქტივისტები პეტრო პოროშენკოს გადადგომას ითხოვენ. როგორც უკრაინული მედია იტყობინება აქციაზე დაახლოებით 60 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.

მიხაილოვის მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ”ახალ ძალთა მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით საყვარელიძემ, მისი თქმით მძლავრი წინააღმდეგობის მიუხედავად საზოგადოებამ მაინც შეძლო შეკრება, ასევე მან გახშირებული საპროტესტო აქციები დააანონსა.

„ძვირფასო უკრაინელებო, გადახედეთ თქვენს რიგებს. მიუხედავად მძლავრი წინააღმდეგობისა ხელისუფლების მხრიდან დღეს ჩვენ აქ ათასობით შევიკრიბეთ და დავამტკიცეთ, რომ ჩვენ არ ვართ არც მიხო მაიდანი და არც ერთი კაცის შეკრება. ჩვენ ვართ პატრიოტი მოქალაქეები, რომელთაც ამ ქვეყნის წინსვლა და გადარჩენა გვსურს. დღეს ათასობით ადამიანია შეკრებილი რეგიონებშიც. ჩვენ ვეღარაფერი შეგვაჩერებს,“ – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

სააკაშვილის მომხრეთა მარშმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარეშე ჩაიარა, მან მოედანზე შეკრებილებს ვიდეო ჩართვით მიმართა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და პოლონეთში გაამგზავრა, თუმცა მალევე მას ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლემა მისცეს.

იტვირთბა....