aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

კვლევა: პუტინის რეიტინგი 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 45%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში პუტინის რეიტინგი 67%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება რუსეთის მმართველ პარტიას „ედინაია რასიას“, მისი ახლანდელი რეიტინგი (31%) 2007 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში „ედინაია რასიას“ რეიტინგი 51%-ს აღწევდა.

ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვა 29-30 სექტემბერს რუსეთის 207 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა, სადაც საერთო ჯამში, 3000 რესპონდენტი გამოიკითხა.

იტვირთბა....