aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვირიკაშვილი: “საპარლამენტო უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერმა მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ  საპარლამენტო უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამორიცხავს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უმრავლესობაში არც მისი და არც ნებისმიერი სხვისი დაჯგუფება არ არსებობს.

“იმ რეალობიდან და დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მოლოდინები, ძველი ტიპის უმრავლესობის თაობაზე პარლამენტში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მოძველებული. იმ რეალობაში სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობაც.

უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოვიდეს გარეთ, მაგრამ არანაირი ჩემი დაჯგუფება თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. ეს მინდა ვუთხრა მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებისას- ნუ გააკეთებენ ამას იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთიანობა არ არის მარტო „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი.

ეს სტაბილურობა არის უდიდესი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების და ამ სტაბილურობას ვერაფერი ვერ დაემუქრება საქართველოში”, – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....