aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კვირიკაშვილი აშშ-ში: ვის შეხვდა და რაზე ისაუბრა პრემიერმა (ფოტოკოლაჟი)

aviabiletebi
ავიაბილეთები

3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე შეხვედრა გამართა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად თავისუფლად შეიძლება შეფასდეს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსთან და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრები.

შეხვედრების დროს საუბარი შეეხო ნატოს მოახლოებულ ბრიუსელის სამიტს, უსაფრთხოების საკითხებში ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობას და აშშ-ის და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის განვიტარების პერსპექტივას. პრემიერი ასევე შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვეს მიტჩელს. კვირიკაშვილმა შეხვედრები გამართა სენატორებთან აარონ ჯონსონტან, ლინდსი გრემთან და კრის მერფისთან.

შეხვედრის ბოლოს, კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სახლში საპატიო სტუმრად მიიწვია და წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც გაკეთდა.

კომენტარები შეხვედრის შემდეგ:

გიორგი კვირიკაშვილი: “როგორც ევრაზიის კარიბჭე, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი და უნიკალური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ქსელი ევროკავშირიდან ჩინეთამდე, რასაც ემატება აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა ქსელი, საქართველო წარმოადგენს იდეალურ ბაზას, საიდანაც ამერიკული ბიზნესი დაიმკვიდრებს ადგილს მთლიანად რეგიონში. საქართველო არის მსოფლიოში იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებსაც აქვთ აუცილებელი ინსტიტუტები, სტრატეგია და ბიზნესგარემო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყოვლისმომცველი და სამართლიანი სავაჭრო შეთანხმებისთვის”

მაიკ პომპეო: ჩვენ ვიცით, რომ ღია საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა ერთად წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების მთავარ საფუძველს. კანონის უზენაესობას, რომელსაც ერთვის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებული ხელისუფლება და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული პლურალიზმი, არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლისთვის. დემოკრატიის შემდგომი განმტკიცებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, შექმნას შესაძლებლობები იმისთვის, რომ ისმოდეს ყველას ხმა, მათ შორის, პოლიტიკასა და მედიაში, ასევე -განამტკიცოს კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები სახელისუფლებო ინსტიტუტებში.

ფოტოები აღებულია პრემიერის პირადი ფეისბუქ-გვერდიდან

იტვირთბა....