aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კრიზისული ვითარება გამწვავდება და დადგება კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ 2017 წლის თებერვალსა და მარტში ეკონომიკაში კრიზისული ვითარება გამწვავდება. ამის გამო კი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება:

„ჩვენ ველოდებით, რომ ეს კრიზისული ვითარება გამწვავდება, გამწვავდება განსაკუთრებით თებერვალ-მარტში. ეს ხელისუფლება ვერ მოახერხებს ამ კრიზისული ვითარების დარეგულირებას და ცხადია დადგება ბატონი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, რასაც მე მხარს დავუჭერ ნამდვილად. შეიძლება ინიციატორებიც ვიყოთ, არც ამას არ გამოვრიცხავ,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ნიუპოსტი

იტვირთბა....