aviabiletebi
კულინარია

კერძი მარხვის შემდეგ: შემწვარი ინდაური ბეკონით

aviabiletebi
ავიაბილეთები

სააღდგომოდ, უგემრიელესი შემწვარი ინდაურის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 ცალი 5 ან 5,5 კგ-იანი ინდაური (გასუფთავებული), ახალდაფქული შავი პილპილი, 2 ხახვი (გაფცქვნილი და შუაზე გაჭრილი), 1 ლიმონი (შუაზე გაჭრილი), 1 თავი ნიორი (ჰორიზონტალურად შუაზე გაჭრილი), 6 ც დაფნის ფოთოლი, ზეითუნის ზეთი მოსაწუწად, შებოლილი ბეკონის 8 ნაჭერი; ლიმონიანი, ოხრახუშიანი და ნივრიანი კარაქისათვის:  275 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქი, 1ს/კ ზეითუნის ზეთი, 2 პატარა ლიმონის გახეხილი ცედრა და წვენი, 2 ცალი ნივრის კბილი (დასრესილი), ოხრახუშის პატარა კონა (მარტო ფოთლები წვრილად დაჭრილი)

1-გავახუროთ ღუმელი 220°C-მდე. კარაქი ფართო ჯამში ჩადოთ და მარილი და პილპილი მოვაყაროთ. ჩავასხათ ზეითუნის ზეთიც და კარგად მოვურიოთ. დავუმატოთ ლიმონის ცედრა და წვენი, დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი ოხრახუში. კარგად ავურიოთ.

2- გასუფთავებულ ინდაურს შიგნიდან ჩავაყაროთ მარილი და პილპილი და შემდეგ ხახვის, ლიმონის, ნივრის ნახევრებითა და 2 ცალი დაფნის ფოთლით დავტენოთ.

3- კისრის მხრიდან გულმკერდზე კანქვეშ თითი შევუცუროთ და კანი ხორციდან ავატყაოთ. ხელი მაქსიმალურ სიღრმეზე შევაცუროთ, იმისათვის რომ ინდაურის კანსა და ხორცს შრის არომატული კარაქი მაქსიმალურ სიღრმეზე შევტენოთ (კანი არ გახიოთ). იგივენაირად მოვიქცეთ ფეხების მხარესაც.

4-ინდაურის კანქვეშ სურნელოვანი კარაქის ნახევრით შევტენოთ და კარაქი კარგად რომ განაწილდეს და მაქსიმალურ სიღრმეზე შევიდეს ფრთხილად დავამასაჟოთ (ასე ინდაურის ხორცს ზედმეტი გამოშრობისაგან დავიცავთ). დარჩენილი დაფნის ფოთლებიც ინდაურის კანსა და ხორცს შორის შევტენოთ გულმკერდის მიდამოებში. დარჩენილი კარაქით ინდაური ზემოდან მთლიანად გავპოხოთ. მოვაყაროთ ბლომად მარილი და პილპილი. (ინდაური ბევრად უფრო გემრიელი გამოვა, ამ პროცედურას წინა დღეს თუ გააკეთებთ და ცელოფანში გახვეულს 1 ღამით მაცივარში გააჩერებთ)

5- დიდი ზომის ტაფაზე ინდაური გულმკერდით ზევით მოვათავსოთ. ზემოდან სულ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი მოვაწუწოთ. ინდაური ღუმელში შევდგათ და 10-15 წუთი გავაჩეროთ. გამოვიღოთ ღუმელიდან. ინდაურს ტაფაზე დაგროვებული გამდნარი კარაქი გადავასხათ და გულმკერდზე ბეკონის ლენტები დავაფინოთ. ისევ შევაბრუნოთ ღუმელში. ცეცხლი 180°C-მდე დავწიოთ და დაახლოებით 2 საათნახევარი გავაჩეროთ (30 წუთი ყოველ კილოგრამზე). დროდადრო გადავასხათ ტაფაზე დაგროვებული წვენი.

6-  ინდაურის მზაობის შესამოწმებლად ფეხის ყველაზე ხორციან ნაჭერში ჩაარჭვეთ დანა, თუ გამჭვირვალე და უფთა სითხე გადმოვიდა (და არა სისხლიანი), ინდაური მზადაა. თუ ვარდისფერი სითხე გადმოვიდა, კიდევ 15 წუთი გააჩერეთ და ისევ შეამოწმეთ. და ასე, სანამ ბოლომდე არ შეიწვება.

7- მზა ინდაური დიდ ლანგარზე გადავიტანოთ  თბილ ადგილას 45 წუთით გავაჩეროთ. ჭამის წინ კანქვეშიდან დაფნის ფოთლები გამოვაცალოთ. ინდაური ცხელ საწებელთან ერთად მივირთვათ.

იტვირთბა....