aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

კეპულაძე: “სტუდენტები და პენსიონერები სესხს ვეღარ აიღებენ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პირველი არხის ეთერში “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალ რეგულაციებში რომლებზეც ეროვნული ბანკი კიდევ მუშაობს, ჩდებულია რომ პენსიონერები, სტუდენტები და თვითდასაქმებული სესხს ვეღარ მიიღებს.

“აქამდე სულ იყო პრობლემა, რომ სოციალურად დაუცველსა და პენსიონერებს ბანკმა ან არსაბანკო დაწესებულებამ სესხი მისცა, მაგრამ დამერწმუნეთ ორ-სამ თვეში დადგება პრობლემა, როცა პენსიონერები იტყვიან რომ მათ სესხს აღარვ აძლევენ” – განაცხადა კეპულაძემ.

მისი თქით ჭარბვალიანობის დასაძლევად საჭიროა არა რეგულაციების შემოღება, არამედ ეკონომიკური ზრდა და ადამიანებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

“თუ ადამიანები სასესხო ვალდებულებების გადახედვას ვერ აუდიოდნენ, ხვალ როგორ აუვლენ? ეს რეგულაცია რა ფულს მისცემს? ინ ვინც ვალების გადახდას ვერ აუდიოდა სამწუხაროდ ხვალაც იგივე მდგომარეობაში იქნება და არხალი რეგულაციების შემოღება ამ პრობლემას ვერ მოხსნის” – აღნიშნა კეპულაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა პროექტი, რომელიც სესხის გამცემ ორგანიზაციებს ახალ რეგულაციებს უწესებს

იტვირთბა....