aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახიანი: ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განცხადებით, ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან, ამიტომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ამ მინისტრების მოადგილეები იქნებიან ფორმალურად წარმოდგენილნი.

“გამომდინარე იქიდან, რომ ვადების თვალსაზრისით შეუძლებელი იქნება ერთდროულად კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება და ახალი კანონმდებლობის მიხედვით ახალი მთავრობის ფორმირება, ამიტომ ამჟამად მოხდება მთავრობის იგივე შემადგენლობის დამტკიცება იმ განსხვავებით, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან. ამიტომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ეს სამინისტროები ფორმალურად მინისტრების მოადგილეების სახით იქნება წარმოდგენილი. პროცედურულად ხვალვე, 11:00 საათიდან დავიწყებთ საკომიტეტო განხილვებს და სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში იქნება საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში შეხვედრები, სურვილის შემთხვევაში. ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე ვიმსჯელებთ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე. უახლოეს მომავალში კი მოხდება იმ კანონპროექტების წარმოდგენა, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება”,- განაცხადა კახიანმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრთა რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. როგორც ბახტაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე, პარლამენტში მთავრობა ნდობის გამოსაცხადებლად არსებული შემადგენლობით წარდგება, ხოლო ცვლილებები სტრუქტურული ცვლილებებისა და სამინისტროების შემცირების შემდეგ იქნება.

იტვირთბა....