aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კახეთში, პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის დაკავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში კახეთში პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის დაკავებული ქალი გადაიყვანეს.

როგორც “მეტრონომს” თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ნინო ფურცალაძემ განუცხადა, პაციენტი მოთავესებულია კარდიოლოგიურ განყოფილებაში და მას აღენიშნება არასტაბილური სტენოკარდა.

“ეს არ არის ინფარქტი მაგრამ არის წინამორბედი მდგომარეობა. თუ ტკივილები არ მოიხსნა შეიძლება თავისუფლად განვითარდეს ინფარქტიც. ამ ეტაპზე მწვავე ინფარქტი არ არის,  მაგრამ საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას კარდიოლოგიურ განყოფილებაში” – განუცხადა “მეტრონომს” თელავის ცენტრალური საავადმყოფოდან.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....