aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახა კუკავა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია „თავისუფალი საქართველო“ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.  კახა კუკავამ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

“კომიკურია, რომ „ევროპული საქართველოს“ გაღიზიანება გამოიწვია NDI-ის კვლევის შედეგებმა, რომლის მიხედვითაც ამ პარტიას 4%-იანი მხარდაჭერა აქვს. ბოკერიას ეცოტავა 4%, რომელიც სინამდვილეში 10-ჯერ მაინც აღემატება მისი პარტიის რეალურ რეიტინგს (რაც შეეხება არჩევნებზე ნაჩვენებ შედეგს – ეს მთლიანად ბიძინა ივანიშვილის, სუს-ის და ბატონი კეზერაშვილის დამსახურებაა).

იმის მიუხედავად, რომ ჩვენი პარტია „თავისუფალი საქართველო“ არ განეკუთვნება იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომელიც ხშირად ხვდებიან „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სივრცეში, ეს ხელს არ გვიშლის დავინახოთ, რომ ამ ეტაპზე ეს ტელეკომპანია ერთადერთია საერთო მაუწყებლებს შორის, რომელიც არ არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი და ხელისუფლების მხრიდან ღია შეტევის პირობებში ატარებს საკუთარ და განსხავებულ სარედაქციო პოლიტიკას,“ – აღნიშნა კახა კუკავამ.

იტვირთბა....