aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახა კალაძე: “საბავშვო ბაღს ვერავინ შეეხება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეს არის პრობლემური ბაღი და ბავშვების ყოფნა ძალიან საშიშია. თუმცა, ძალიან გულდასაწყვეტია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, რადგან ადამიანები ვართ, არსებობს მორალი, არსებობს ზნეობა. როგორ უნდა ვიკადროთ ისეთ რამ, რომ მოტყუებით გამოვიყვანოთ ბავშვები თითქოს და შემდეგ გავასხვისოთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, 109-ე ბაგა-ბაღის დახურვასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ბაღის გასხვისება არ იგეგმება.

“ერთი ვიცი, რომ ბაღს ვერავინ შეეხება. ძალიან გულდასაწყვეტია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, რადგან ადამიანები ვართ, არსებობს მორალი, არსებობს ზნეობა. როგორ უნდა ვიკადროთ ისეთ რამ, რომ მოტყუებით გამოვიყვანოთ ბავშვები თითქოს და შემდეგ გავასხვისოთ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის შეურაცხმყოფელი. განცხადებები, რაც მოვისმინეთ, არანაირი სიმართლეს არ შეეფერება. დასკვნა, რომელიც მივიღეთ სამხარაულის ბიუროდან, პირდაპირ არის დაწერილი, რომ ეს არის პრობლემური და აქ ბავშვების ყოფნა ძალიან საშიშია. შესაბამისად, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვები გადავანაწილოთ სხვადასხვა ბაღებში, რომ პრობლემები არ შეექმნათ. მგონი, ამ ბავშვების ამ მასწავლებლების ინტერესებს ვიცავთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსაზრდელების მშობლები ბაღის დახურვასა და მის დანგრევას აპროტესტებენ. მათი ვარაუდით, ეს ტერიტორია უკვე გაყიდულია და შენობის ავარიულობა მხოლოდ მიზეზია.

მათივე განცხადებით, მშობლებს რომლებსაც სხვადასხვა ასაკის შვილები ჰყავთ, ბავშვების სხვადასხვა ბაღში გადანაწილებას სთავაზობენ, რაც მათთვის მიუღებელია. 109-ე ბაგა-ბაღის აღმზრდებელები დილიდან ბავშვებს არ იღებენ.

იტვირთბა....