aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კაშია კამპანია “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი გახდა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი გახდა.

კაშიამ სოციალური კამპანიის ფეისბუქ გვერდზე ახალგაზრდებს მიმართა.

„ვუერთდები კამპანიას ძლიერები არ ძალადობენ. ჩემო უმცროსო მეგობარო, იყავი ძლიერი, იყავი ტოლერანტული. არასოდეს დაცინო, არასოდეს დაჩაგრო. არასოდეს მიუთითო მის ნაკლზე. ერთი წუთით შეჩერდი და დაფიქრდი, თუ რას იგრძნობდი შენ მათ ადგილზე. ერთად შევაჩეროთ ბულინგი.“ – ამბობს კაშია

გურამ კაშია – ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი

გურამ კაშია – ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ამერიკული "სან ხოსეს" მცველი. ერთადერთი ქართველი და არამხოლოდ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც UEFA-ს სპეციალური პრიზის – #Equalgameaward -ის მფლობელი გახდა. თანასწორობის ჯილდო კაშიას უეფამ 30 აგვისტოს გადასცა, უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა კი მას მამაცი ადამიანი უწოდა.გურამ კაშია, სოციალური კამპანიის "ძლიერები არ ძალადობენ" კეთილი ნების ელჩი გახდა <3 #ძლიერებიარძალადობენ#არდაჩაგროიზრუნე

Gepostet von ძლიერები არ ძალადობენ am Dienstag, 18. September 2018

იტვირთბა....