aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი და უხარისხო ავეჯი: კომპანია „კასტა“ მომხმარებლებს ურჩევს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში ავეჯის შეძენის მსურველთათვის მასალის საკმაოდ ფართო არჩევანია, თუმცა მომხმარებელი ნაკლებად არის ინფორმირებული ბაზარზე არსებული მასალის ხარისხზე და იმ შესაძლო ზიანზე, რაც უხარისხო მასალისგან დამზადებულმა ავეჯმა შეიძლება გამოიწვიოს.

ჩვენ მოვიძიეთ ავეჯის მასალების ბაზარზე საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე კომპანია ,,კასტა“, სადაც დეტალურად განგვიმარტეს ყველა ის ნიუანსი, რაც უნდა გავითვალისწინოთ მასალის შერჩევისას.
კომპანია ,,კასტა“ 2007 წელს შპს “დამატელა”-ს სახელით დაარსდა და მის ძირითად საქმიანობას ლამინირებული მერქან ბურბუშელოვანი (დსპ) და მერქანბოჭკოვანი (მდფ) ფილების იმპორტი, ჭრა და რეალიზაცია წარმოადგენდა.

2013 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ავეჯის მასალების წამყვან ევროპულ ბრენდ ,,კრონოშპანთან’’. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების ძირითადი მიზანი ბაზარზე ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი მასალის შემოტანა იყო. კომპანიისადმი დაინტერესება გაიზარდა იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც მუშაობენ: საბავშვო ბაღების, სკოლების, უნივერსიტეტების და სამედიცინო დაწესებულებების ავეჯის დამზადებაზე.

გაზრდილი ბრუნვისა და წლების განმავლობაში სტაბილური თანამშრომლობის შედეგად 2017 წლიდან კომპანია “კასტა” კრონოშპანის ოფიციალური დილერია კავკასიის რეგიონში. კომპანია 10 წელზე მეტია უკვე ავეჯის მასალების წარმოების სფეროში მოღვაწეობს და აქცენტს ევროპულ, ხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე აკეთებს, წამყვანი თანამედროვე დანადგარებით და საიმედო პარტნიორებით.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ კომპანიაში მივსულიყავით და ადგილზე გვენახა ის განსხვავება, რომელიც ხარისხიან და უხარისხო ავეჯის მასალისგან გარჩევას გვასწავლის.

უხარისხო მასალისგან დამზადებული ავეჯი გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. ოთახში დიდი ხნით ყოფნის შემთხვევაში ამ ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (თავის ტკივილი, ხველა და ა.შ).
ამ მავნე ნივთიერებებიდან ყველაზე სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისთვის ფორმალდეჰიდია, რომლის დასაშვებ დონეზე მაღალმა შემცველობამ შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს.
დღესდღეობით ბაზარზე დიდი რაოდენობით შემოდის სხვადასხვა არაევროპული, საეჭვო წარმომავლობის უხარისხო პროდუქცია და არ ხდება სათანადო კონტროლი, თუ რამდენად შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტებს.

პასუხისმგებლობას გაყიდულ ავეჯზე საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს! შესაბამისად, როგორც მწარმოებლებს, ისე რეალიზატორებს, საგარანტიო ტალონის გაცემა არ ევალებათ. გამოდის, მომხმარებელი მხოლოდ მწარმოებლისა თუ გამყიდველის კეთილსინდისიერების იმედზეა. პირველი მახასიათებელი, რაც მარტივად შეიძლება მომხმარებელმაც შეამჩნიოს არის მძაფრი სუნი და ფერთა გამა, რომელიც უხარისხო მასალის შემთხვევაში მწირი და ერთფეროვანია.

კომპანია „კასტაში“ გვაჩვენეს მათ მიერ ევროპიდან ჩამოტანილი მასალა, რომელიც ევროპის ყველა ქვეყანაში დაშვებულია და შეესაბამება E1 სტანდარტს. გადის რა სპეციალურ სერთიფიცირებას, ითვლება ეკოლოგიურად ყველაზე სუფთად, რადგან მასში ფორმალდეჰიდის შემცველობა არ აღემატება საცხოვრებელი ფართისთვის დასაშვებ ნორმას.

საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ავეჯის მწარმოებლები ვალდებული არიან, გარანტია მისცენ მყიდველს. გარანტიის გაცემა თუ ჩვენთანაც სავალდებულო გახდება, მოგებული დარჩება როგორც მომხმარებელი, ისე მწარმოებელი. სანამ საქართველოში ეს კანონი არ არსებობს, გირჩევთ, შეარჩიოთ ისეთი კეთილსინდისიერი კომპანიები, როგორიც „კასტაა“, სადაც მომხმარებელს გარანტიის ვადებსაც დაუწესებენ და ყველა საყურადღებო დეტალს განუმარტავენ.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....