aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კარფურში” სენდვიჩების განყოფილებას სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  საწარმოო პროცესი შეუჩერა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„თბილისი მოლში“, „კარფურში“ არსებული სენდვიჩების განყოფილებას სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ  თბილისის საქალაქო სამსახურმა ბიზნესოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება რამდენიმე პირის შესაძლო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა.
შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.

იტვირთბა....