aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კარგი სადღეგრძელოა”- ხუხაშვილი კვირიკაშვილის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი გია ხუხაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას აფასებს. მისი თქმით, მთლიანობაში ამ განცხადების შინაარსი გაუგებარია.

კარგი სადღეგრძელოა. ცუდი ადამიანი არასდროს ყოფილა, კარგი ადამიანია. თუ რატომ გახდა სადღეგრძელოს განცხადებად გამოქვეყნება საჭირო, არ ვიცი. მიზეზი და მიზანი მაინცდამაინც გასაგები ამ განცხადებაში არ არის, თუმცა ცუდსაც ვერაფერს ვხედავ. კარგია თუ ფასეულობები ჰქონდა ყოველთვის, თუმცა მისი აქტიური პროტესტი არ შემხვედრია, სანამ ხელისუფლებაში არ მოვედი და ფაქტობრივად, სახლიდან არ გამოვიყვანეთ. კვირიკაშვილის განცხადებას ლაიტმოტივად გასდევს საყვედური, რომ მას დაუმსახურებლად და ცუდად მოექცნენ. ჩემთვის მოტივი ამ განცხადების გაუგებარია. შესაძლოა, ეს განცხადება უცხოელებისთვის გაკეთდა საკუთარი მნიშვნელოვნების ხაზგასასმელად. მე არ მგონია, რომ მისი განცხადების განხილვა ამ ეტაპზე საინტერესო იყოს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს. მთავრობის ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ  ეს პერიოდი სიჩუმე არჩია და არც ახლა აპირებს პოლიტიკურ აქტივობას, თუმცა მხარს უჭერს ფასეულობებს, რომელსაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაუჭირა მხარი. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ეს ფასეულობები გადასარჩენია.

 

იტვირთბა....