aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კარასინი: “აეროპორტში მომწამლავი ნივთიერების დაღვრის ფაქტს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვსწავლობთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისის აეროპორტში მომწამლავი ნივთიერების დაღვრასთან დაკავშირებულ ინციდენტს სწავლობს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექცია მუდმივ კონტაქტშია შვეიცარიის ელჩთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა გავარკვიოთ ყველა დეტალი იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც 2 ივლისს თბილისის აეროპორტში მოხდა“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს თბილისის აეროპორტში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სითხე დაღვარეს, რის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

იტვირთბა....