aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კაპანაძე: “ძალიან მალე სია იქნება ცნობილი, ვის დავკითხავთ, მუნიტეტი არავის აქვს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიის სხდომას ვერავინ გააჭიანურებს და ამაზე ილუზია არავის უნდა ქონდეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, როგორ ვითანამშრომლებდით. ზაზა სარალიძემ კომისიასთან თანამშრომლობაზე სრული მზადყოფნა გამოთქვა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მასალა დროულად მივიღოთ, მასალების მიღებას დღესვე ველოდებით. ზაზა სარალიძეს ბევრჯერ უთქვამს კონკრეტული გვარებიც. მნიშვნელოვანია, რომ ეს მასალები კომისიასთან მოხვდეს. ყველა მხარეს მოვუსმენთ, საშუალება გვექნება, ეს ინფორმაციები შევაჯეროთ. ყველა ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომისია ჯამში გადაწყვეტილებას მიიღებს იმ მიზნით, რომ სიმართლე იქნას გამოკვლეული. ძალიან მალე სია იქნება ცნობილი, ვის დავკითხავთ, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს, იქნება დაბარებული. იმუნიტეტი არავის აქვს, ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს.

ამ საკითხის მიმართ ზაზა სარალიძის დამოკიდებულება ძალიან კარგად მესმის. კარგი იქნებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაბამისი გადაწყვეტილება თავის დროზე მიეღო. ახლა კომისია მუშაობას გააგრძელებს, ჩვენს შორის თანამშრომლობა იქნება. ბესელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორს, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ილუზია არავის ჰქონდეს, რომ ან თავისი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, ან თავისი ეგოდან გამომდინარე, კომისიის მუშაობას როგორმე გააჭიანურებენ. ჩემი ამოცანაა, კომისიამ შეუფერხებლად იმუშაოს და არავინ აღუდგეს მუშაობას წინ. მოლოდინი გვაქვს, რომ მტკიცებულებები უმოკლეს ვადაში იქნება მოწოდებული“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

იტვირთბა....