aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კანაფის კულტივაცია უნდა მივიღოთ ისე, რომ სათნო იყო ღვთისთვის და მისაღები საზოგადოებისთვის

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  მარიხუანას მოხმარების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხარვეზიანი, არასწორი და სამართლიანად დაუსაბუთებელია.

„მიმაჩნია, ეს პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ხარვეზიანი. ვფიქრობ, სამართლებრივადაც დაუსაბუთებელი და არასწორი იყო ეს გადაწყვეტილება. პოლიტიკურადაც და ინსტიტუციონალურადაც არ არის სწორი, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს ასეთ ჩარჩოებში აქცევს საკონსტიტუციო სასამართლო. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით თავისი უფლება-მოსილების ფარგლებს გასცდა“ – განაცხადა ფოფხაძემ.

მისი შეფასებით, შექმნილი მოცემულობა პირდაპირ ავალდებულებდა პარლამენტს, წარმოქმნილი სიცარიელე შევსებული და დარეგულირებულიყო.

„ამიტომ, უნდა შევთანხმდეთ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად დავიცვათ საჯარო ინტერესი, რაც მიმართულია იმისკენ, რომ მომავალი თაობა არ დაზარალდეს და არ იყოს განუკითხაობა ამ სფეროში. რეგულაციებზე მართლაც უნდა ჩამოვყალიბდეთ. მიმაჩნია, რომ პრეცედენტი დასაფიქრებელია და მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში ჩვენ რაღაცნაირად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ასეთი მოცემულობა სხვა დროს აღარ შეიქმნას“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

რაც შეეხება კანაფის კულტივაციას, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ დიალოგი ყველა საკითხზე შესაძლებელია.

„ვფიქრობ, არანაირ დიალოგს არ უნდა გავექცეთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ყველა ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი სინდისიდან და მორალიდან გამომდინარე. არ შეიძლება, ადამიანმა უღალატო იმას, რაც შენი რწმენის და შენი მსოფლმხედველობის ნაწილია. ბოლომდე უნდა დარჩე ერთგული იმისა, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და რისთვისაც პოლიტიკაში ვარ, რისთვისაც ვცხოვრობ. დიალოგს არ უნდა გავექცეთ, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის, მორალურად მისაღები საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში, ასევე იქნება წინაპირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოსი“ – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

 

იტვირთბა....