aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კალიფორნიაში უცნობმა პირმა ბარში ცეცხლი გახსნა, არიან დაშვებულები

aviabiletebi
ავიაბილეთები

კალიფორნიის შტატის ქალაქ Thousand Oaks​-ში, ერთ-ერთ ბარში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა.

როგორც BBC პოლიციაზე დაყრდნობით წერს, სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი დაშავდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით, 23 საათსა და 20 წუთზე მოხდა.

სამართალდამცავები ამ წუთებშიც ცდილობენ სიტუაციის კონტროლზე აყვანას.

ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა დამნაშავე.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი The Guardian-თან საუბრისას იხსენებს, მამაკაცმა მრავალჯერ გაისროლა შემდეგ კი ბარში კვამლის შემცველი ბომბი გაუშვა.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, შემთხვევის ადგილთან ახლოს არ მივიდნენ.

იტვირთბა....