aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

კალაძე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

საქართველო Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა და ქვეყანა 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად ფულად ანაზღაურებას მიიღებს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მისივე განმარტებით, 2017 წლის მანძილზე ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

იტვირთბა....