aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კალაძე: “6 მილიონ კვ.მ.-ზე მშენებლობების ნებართვა უკვე გაცემულია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროდ, 6 მილიონ კვ.მ.-ზე მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დამტკიცებული პროექტების ნაწილის განხორციელება ქალაქისთვს საზიანო იქნება.

“არის შემთხვევები, სადაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტულ ლოკაციაზე მშენებლობა იმ კონკრეტული პროექტით, რომელიც შეიძლება წლების წინ იქნა შეთანხმებული და დამტკივებული, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ სახით კონკრეტული პროექტების განხორციელება შეუძლებელი და დამაზიანებელი იქნება ქალაქისათვის. ჩვენ თითოეული პროექტის განხილვა ინდივიდუალურად გვიწევს. ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. ბევრია ასეთი შემთხვევა. სამწუხარო რეალობის შინაშე ვდგავართ, რადგან დაახლოებით 6-მილიონ კვადრატულ მეტრზე არის მშენებლობების ნებართვები გაცემული“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

იტვირთბა....