aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “ცვლილებები საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტურები გავხდეთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალი სისხლი საშუალებას მოგვცმ უფრო ეფექტურები გავხდებით,  ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერის პოსტის დატოვების კომენტირებისას.

“გუშინ გუნდში იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ ვითარებაზე, არსებულ სიტუაციაზე. გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობდა უმრავლესობა, მთავრობის წარმომადგენლები, პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც თავისი მოსაზრებები დააფიქსირა და მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა დღეს ქვეყანაში, ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან. რაც შეეხება გიორგის მოღვაწეობას, ამ წლების განმავლობაში იყო წარმატებები, თუმცა იყო სერიოზული გამოწვევებიც. რაც შეეხება გადადგომის გადაწყვეტილებას, ვიტყოდი, რომ ახალი სისხლი კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....