aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “ქართულ ოცნებაში” არანაირი დაპირისპირების ნიშნები არ არსებობს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა, რომ “ქართულ ოცნებაში” არანაირი დაპირისპირების ნიშნები არ არსებობს.

„უმრავლესობა იქნება შენარჩუნებული, უმრავლესობა არ დაიშლება და ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაბრაზებული პარლამენტის თავმჯდომარეზე, კახა კალაძემ უპასუხა, რომ გუნდში არის მსჯელობა და ეს ნორმალური პროცესია.

“რა ბრაზზე ვსაუბრობთ, პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ერთმანეთს გავუბრაზდეთ და ასეთი დამოკიდებულება იყოს გუნდში. არის მსჯელობა, ეს ნორმალური პროცესია. შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს სხვადასხვა საკითხზე, ესეც ნორმალური პასუხია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთ ადამიანზე იყო ყველაფერი მორგებული და ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდა ყველაფერი ქვეყანაში: პროექტების განხორციელება, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი. ასე, რომ მადლობა ღმერთს, ჩვენ გამოვედით ამ მდგომარეობიდან, ქვეყანაში არის დემოკრატია, ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იქნება დაფუძნებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....