aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “ქალაქში დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების პრობლემა დროულად უნდა მოვაგვაროთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვაქვს ქალაქში დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები და ეს პრობლემა დროულად უნდა მოვაგვაროთ. კახა კალაძის თქმით, დაუმთავრებელი შენობები ქალაქის მასშტაბით ბევრ რაიონშია, რაც ხშირ შემთხვევაში ანტისანიტარიის ბუდეა.

კახა კალაძემ მერის მოადგილეს, ილია ელოშვილს გეგმის წარდგენა დაავალა, რათა დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების პრობლემა დროულად მოგვარდეს.

„დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ ქალაქში. მე მქონდა საუბარი ბატონ მამუკა ბახტაძესთან და მინდა გითხრათ, რომ არის სრული მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ჩვენი მხრიდან იქნეს წარმოდგენილი კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას, რათა პრობლემა მოგვარდეს.
მე მინდა ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. ცენტრალური ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის. თუ რაიმე არის მათი მხრიდან საჭირო რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რომ ეს პრობლემა, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას მოგვარდეს.

დაუმთავრებელი შენობები ყველა რაიონშია, სამწუხაროდ. ეს ერთი მხრივ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქის იერსახისთვის და მეორე მხრივ, სერიოზული პრობლემაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან ბევრი ადგილი და ლოკაცია, სადაც უკვე მშენებლობა დაწყებული იყო, საძირკველი ამოღებულია, რამდენიმე სართული აშენებულია და წლების განმავლობაში გაჩერებულია, ანტისანიტარიის ბუდედ იქცა. ამიტომ დროულად და რაც შეიძლება სწრაფად წარმოადგინეთ გეგმა რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პრობლემა იქნას მოგვარებული. დავეხმაროთ ამ სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს და მოვაგვაროთ პრობლემა“, -განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....