aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

კალაძე ფარულ ჩანაწერებზე – საქმე გვაქვს უნიჭოდ დადგმულ შოუსთან, “ექშენი” აკლია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საქმე გვაქვს ერთ ძალიან დიდ უნიჭოდ დადგმულ შოუსთან, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობს.  ჩვენ ყოველდღე ვისმენთ ახალ ახალ სისულელეებს. ისე მაგის ნიჭიც არ ჰქონიათ რომ ცოტა საინტერესო ყოფილიყო მოსახლეობისთვის, ჩვენთვის. ექშენი აკლია ნამდვილად. სასაცილოა ეს ყველაფერი,“- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახი კალაძე გუშინ “კურიერის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.

“კურიერმა” ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერი მოიპოვა. საუბარში ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი და ომეგა ჯგუფის მენეჯერი მონაწილეობენ.

ჩანაწერიდან დგინდება, რომ ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორთან კონფლიქტი მოუვიდა. სპორტის ყოფილი მინისტრი ყვება, რომ ფარცხალაძემ სახლის სარდაფში ჩაიყვანა და მასზე იძალადა.

“ომეგა ჯგუფის” სკანდალური საქმეზე კურიერმა მეორე ჩანაწერიც გამოაქვეყნა. მორიგი ფარულიაუდიოჩანაწერის ფაილში ისმის ორი ახალი სახელი – „ზარალა“ და მაღრაძე.

“კურიერის” ინფორმაციით, „ზარალა“ ბიზნესმენი გიორგი რამიშვილია, რომელიც ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეა, მაღრაძე კი პოეტი დავით მაღრაძე.

იტვირთბა....