aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკოლოზ ჭონქაძის დანიშვნაზე გამოთქმულ პრეტენზიებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე არ იზიარებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ნიკოლოზ ჭონქაძის დანიშვნაზე გამოთქმულ პრეტენზიებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე არ იზიარებს. მერის განმარტებით, მას უსაფრთხოების საკითხებში დიდი გამოცდილება აქვს და წარმატებებს უსურვებს.

“რატომ უნდა გადავხედო, რა წარსული აქვს ამ ადამიანს, წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსურ პოლიციაში, წლების განმავლობაში იყო “პროგრეს ბანკის” უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, სხვა რომელ წარსულზე მელაპარაკებით? არის ჩოხოსანი, არის კარგი თამადა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” შენიშვნებზე და მოსაზრებებზე კახა კალაძემ წინა მთავრობას წარსული შეახსენა.
“საინტერესოა, ჩვენ ვისმენთ ბრალდებებს და შენიშვნებს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სისხლში აქვთ ხელი ამოსვრილი, წლების განმავლობაში ეს ადამიანები აუპატიურებდნენ ცოცხებით, ვარდებით დაიწყეს და ცოცხებით დაამთავრეს.

მე არ მიყვარს გასულ წლებზე საუბარი, ხალხი ელოდება მომავლში განვითარებას, ელოდება, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, თუმცა მიწევს შეხსენება იმ ცხრაწლიან პერიოდზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ბობოქრობდა ჩვენს ქვეყანაში. უხერხულია, ეს ადამიანები ჰომოფობიურ განცხადებებზე იძლეოდნენ შენიშვნებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსად ნუგზარ ჭონქაძე გუშინ წარადგინა. რომლის წინააღმდეგიც ოპოზიციაა. მათი თქმით, ნიკოლოზ ჭონქაძე ჰომოფობიური  განცხადებებით გამოირჩევა და ხშირ შემთხვევაში ოპონენტების მისამართით ღია აგრესიას არ გამორიცხავს.

იტვირთბა....