aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “საზოგადოება დარწმუნდა, თუ რა განსხვავებაა ჩვენს და წინა ხელისუფლებებს შორის”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე განაცხადა, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თუ რა განსხვავებაა ჩვენს და წინა ხელისუფლებებს შორის.

კალაძე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუშინ, ყველა დარწმუნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლე.

“2012 წლიდან ყველაზე მთავარი მონაპოვარი არის ადამიანის თავისუფლება. ჩვენ მართლაც ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და ქვეყანას, სადაც თავისუფალი ადამიანები იცხოვრებენ. რაც შეეხება იმას, რომ გუშინ აქცია დაიშალა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქციის პარალელურად იმართებოდა მეორე აქცია და ძალიან დიდი საშიშროება იყო, რომ მომხდარიყო ადამიანების დაპირისპირება. ეს კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენთაგანისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ შს მინისტრ გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და თითოეულ პოლიციელს მადლობა გადაუხადა.

“მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ღირსეულად იცავდნენ იქ მდგომი ადამიანების უფლებებს. მათ ყველანაირი შესაძლებლობა მიეცათ, რომ თავისუფალ გარემოში ჰქონოდათ შესაძლებლობა ესაუბრათ იმაზე, თუ რა მოსაზრებები აქვთ. ზუსტად ეს არის მიღწევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. გვახსოვს წლები, თუ როგორ ხდებოდა აქციების დარბევები. საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

იტვირთბა....