aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერაზე: ვნახოთ, დრო ჯერ არის, მივიღებთ გადაწყვეტილებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს.

“მთავარია, ის იყოს დამოუკიდებელი და არა რომელიმე პარტიის კუთვნილება”  – აღნიშნა კალაძემ.

მერის თქმით, მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს დამოუკიდებელი. რაც შეეხება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, კალაძის თქმით, ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

“მხარდაჭერას გამოვუცხადებთ რა რესურსიც გაგვაჩნია და ჩვენი მხარდამჭერები ძალიან ბევრია. შესაბამისად, მხარდაჭერა ექნება საპრეზიდენტო კანდიდატს. მთავარია, ის იყოს დამოუკიდებელი და არა რომელიმე პარტიის კუთვნილება. ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. თუ ვინ იქნება ეს დამოუკიდებელი კანდიდატი, ვნახოთ, დრო ჯერ არის, მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....