aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: ნარჩენები ღამის საათებში უნდა გაიტანონ, რომ ქალაქში მოძრაობას ხელი არ შეეშალოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მე ვიცი, რომ ნარჩენების გატანა ხდება დილის და დღის საათებში, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის”- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ნარჩენების გატანა უნდა მოხდეს ღამის საათებში, ისე, რომ ქალაქში მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.

მერმა თავის მოადგილე მაია ბითაძეს, „თბილსერვისჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, ორი კვირის ვადაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა.

„მე ვიცი, რომ ნარჩენების გატანა ხდება დილის და დღის საათებში, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მოქალაქეების დახმარება თუ დაგვჭირდება, ამის მზაობა არის. ძალიან ბევრი წერილი შემოდის, ამიტომ თანადგომა იქნება საზოგადოების მხრიდან. მთავარია, წარმოვადგინოთ სწორი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....