aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე მარნეულის მერზე: ” ვინც კანონს დაარღვევს ის უმკაცრესად აგებს პასუხს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას მარნეულის მერის დაკავებასთან დაკავშირებით, განუცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა “ქართული ოცნების” წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს, ის უმკაცრესად აგებს პასუხს. როგორც კალაძემ აღნიშნა, პრივილეგირებული ადამიანები ვერ იქნებიან და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.

“მეც მედიით მოვისმინე ეს ამბავი და არ მქონდა საშუალება კარგად გავცნობოდი. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა “ქართული ოცნების” წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს ის უმკაცრესად აგებს პასუხს. ჩვენთვის მთავარი და უზენაესი არის კანონი და პრივილეგირებული ადამიანები არ იქნებიან და ვერ იქნებიან”,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო დააკავეს, სადაც მოქალაქეს მოშარდვას და შარდის სახეზე წასმას აიძულებენ.

პროკურატურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144”’ მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით დაიწყო.
იტვირთბა....