aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “ვგლოვობ თითოეულ შეწყვეტილ სიცოცხლეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ტყიბულში მინდელის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ის გლოვობს თითოეულ გარდაცვლილს.

“მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში… მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები…
ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ტრაგედიას, ვგლოვობ თითოეულ შეწყვეტილ სიცოცხლეს და ჩემი დღევანდელი პოზიციიდან ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო შრომის უსაფრთხოების სწორი და საჭირო სტანდარტების ერთხელ და საბოლოოდ დამკვიდრებაში”- წერს კახა კალაძე.

იტვირთბა....