aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახა კალაძე: ამ არჩევნებში გაიმარჯვა ხალხმა და თბილისმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახა კალაძე ცესკოს-ს წინასწარ შედეგებზე განცხადებას ავრცელებს.

“თქვენი მხრიდან გამოცხადებული მხარდაჭერ ამაძლევს სტიმულს, რომ გაორმაგებულად ვიმუშაო. ჩატარებული სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, საქართველო რომ არის ევროპული ოჯახის ღისეული წევრი”- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის განვითარებისთვის მზადაა კონკურენტებთან ითანამშრომლოს.

“ამ არჩევნებში არავინ დამარცხებულა, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ხალხმა და თბილისმა. მერიის კარი ღია იქნება თქვენთვის, თუნდაც ჩემი კონკურენტებისთვის, მათთვის ვისაც შეუძლია თავისი როლი შეიტანოს ჩვენი დედაქალაქის ღირსეულ მშენებლობაში. გულწრფელად ვამბობ, რომ მზად ვარ მათთან თანამშრომლობისთვის“- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს ამდრომდე გამოქვეყნებული მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 811 682 (55.66 %);

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 248 615 (17.05 %);

„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 153 264(10.51 %);

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 95 212(6.53 %);

იტვირთბა....