aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “არ ვიცი რა დაწერა ბალიაშვილმა, მაგრამ ყოველგვარ შეურაცხყოფას ვეწინააღმდეგები”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას თუ როგორ აფასებდა კახა კალაძე საკრებულოს წარმომადგენლის მამუკა ბალიაშვილის ქმედებას, რომელმაც ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორ ნინო ჯანგირაშვილს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა განაცხადა, რომ  მან არ იცი რა დაწერა ბალიაშვილმა თუმცა ყოველგვარ შეურაცჰყოფას ეწინააღმდეგება.

“არ ვიცი რაზე საუბრობთ, თუმცა ზოგადად, სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ მიდგომებს და დამოკიდებულებებს. ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება უფრო მეტი პატივისცემა, უფრო მეტი სიყვარულია საჭირო, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს. შეიძლება რაღაც განსხვავებული მოსაზრება გქონდეს კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს პირადი შეურაცხყოფები მივაყენოთ. მე მგონია, რომ მაგალითის მიმცემები უნდა ვიყოთ ჩვენ, პოლიტიკოსები და სამწუხაროდ, პოლიტიკაში დღეს რა ხდება და პოლიტიკოსების ვერბალი როგორია კარგად ვუყურებთ ყველა. რაც მე მგონია, რომ ცუდია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახალი, მომავალი, თანამედროვე პოლიტიკოსები, ახალგაზრდები შევცვლით ამ ყველაფერს”,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნოს უფროსმა მამუკა ბალიაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი შინაარსის შემდეგი კომენტარი დაწერა. ჯანგირაშვილი თავად ეხმაურება ამ ფაქტს და ამის დამადასტურებელ სქრინს ავრცელებს.

იტვირთბა....