aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე არ გამორიცხავს, რომ მაკკეინის სახელი თბილისის რომელიმე ქუჩას ეწოდოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” ინიციატივას პასუხობს, რომელიც ეხებოდა თბილისსში ერთ-ერთი ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის დარქმევას.

კალაძე არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ, თუმცა, აუცილებელია საკითხზე საკრებულომ იმსჯელოს.

„შეიძლება ამ საკითხის განხილვა, დაველოდოთ საკრებულოს გადაწყვეტილებებს,“ – აცხადებს დედაქალაქის მერი.

ინიციატივა საკრებულოში ევროპული საქართველოს ფრაქციის თავმჯდომარეს, გიორგი გაბაშვილს, ეკუთვნის.

დეპუტატის თქმით, სენატორის დამსახურება საქართველოს მიმართ იმდენად დიდია, რომ ეს იქნება სიმბოლური გადაწყვეტილება, რომელიც გამოხატავს ქვეყნის მადლიერებას მაკკეინის მიმართ.

იტვირთბა....