aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე არასამთავრობოებს: “შანტაჟის ენით ესაუბრეთ იმათ, სადაც გაგდიოდათ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი კახა კალაძე ცხოველთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს მიმართავს. როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მიუღებელია შანტაჟის ენით საუბარი.

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამაზრზენ კადრებს, რომელიც ერთი მხრივ ნიშანია იმისა, რომ ხდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ხოლო მეორე მხრივ ფაქტია, რომ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან. იცით, რომ უკვე დაწყებულია გამოძიება ამასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ მოკლე ხანში გამოვლინდება ყველა ის ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა ეს ამაზრზენი დანაშაული – უმწეო ლეკვი განათავსა მკვდარ ცხოველებთან და დაარღვია შიდა სანიტარული წესები.

ვფიქრობთ, ეს არის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის საკადრო პოლიტიკისა და ზოგიერთი სხვა გადაწყვეტილების შედეგი, ვგულისხმობ ხელშეკრულების გაწყვეტას ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან”, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე ცხოველთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მიმართა და განაცხადა, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია შანტაჟის ენით საუბარი.

“მზად ვართ თანამშრომლობისთვის კონკრეტულ ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, ვისაც სურვილი აქვს ცვლილებები განახორციელოს მართლაც ჩვენთან ერთად ამ მიმართულებით.
ჩვენ გვესმის, რომ არის პრობლემები და გამოვხატეთ მზაობა რეფორმების დაწყებაზე.

თუ დამატებითი თანხებია გამოსაყოფი, ამაზეც უკან არ ვიხევთ. თუმცა, შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულა მიუღებელია ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. შანტაჟის ენით ელაპარაკეთ იმათ, სადაც გაგდიოდათ ეს საუბარი“, – განაცხადა კახა კალაძე.

იტვირთბა....