aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა  ზაზა მაჩალაძემ, ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა საპატიმრო დატოვეს. მათ 6 თვიანი სასჯელი უკვე მოიხადეს.

შეგახსენებთ,  ბრალდებულების, საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას, ამავე კლუბის თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილის და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების – ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების აღიარების შემდეგ პროკურორმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, ბრალდებულებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, ვაჟა კვარაცხელიამ, თემურ დათიკაშვილმა და ზაზა მაჩალაძემ 6-თვიანი სასჯელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს. ამის შემდეგ მათ 1-წლიანი პირობითი მსჯავრი დაედებათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება. მსაჯებმა და მწვრთნელებმა ამ თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ, ჯამში, 36000 ლარი აიღეს. დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად 23 დეკემბერს წაუყენეს.

 

იტვირთბა....