aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში მიმდინარე შეტაკებების შედეგად 230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში მიმდინარე შეტაკებების შედეგად 230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.  საპროტესტო აქციები  მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება მოხდა. შეტაკებების და დაპირისპირების შესახებ  ინფორმაციას Jerusalem Post- ავრცელებს.

მხოლოდ დღის მეორე ნახევარში დასავლეთ სანაპიროზე 30-მდე ლოკაციაზე დაფიქსირდა დაპირისპირება. მათ შორის იუდეასა და სამარიაში. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ისრაელის სამხედროებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. საპასუხოდ კი სამხედროებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორიელეს. არეულობის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე 217, ღაზას სექტორში კი 16 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა  ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა.  ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.

იტვირთბა....