aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირმა ინაშვილი თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში,  “პატრიოტთა ალიანსმა”  მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი წარადგინეს.  ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე, პარტიის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა.

“არჩევნები ჩაივლის მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე. ამის ორგანიზატორი, იქნება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და საჭიროს ფიგურა, რომელიც შეძლებს პოლიტიკურ პროცესად აქციოს ეს არჩევნები. ასეთი ფიგურა არის ირმა ინაშვილი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ინაშვილი მერობის კანდიდატი ყოფილიყო, რადგანაც ის არის მებრძოლი და პრინციპული ადამიანი. დარწმუნებულები ვართ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს, სულ სხვა სულისკვეთებას შესძენს”,-განაცხადა თარხან-მოურავმა.

ცნობისთვის, ირმა ინაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანია.

იტვირთბა....