aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანში ხანჯლით შეიარაღებული კაცი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეღწევას ცდილობდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირანში პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაცვის წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს პირს, რომელიც ხანჯლით იყო შეიარაღებული და ცდილობდა, რომ ადმინისტრაციის შენობაში შეეღწია. ამის შესახებ ირანის ოფიციალური IRNA ახალი ამბების სააგენტო იუწყება.

35 წლის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არ არის ცნობილი მისი მოტივის შესახებ, თუ რატომ ცდილობდა ის შენობაში შეღწევას. ასევე უცნობია იყო თუ არა პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ადმინისტრაციის შენობაში.

New York Times-ის რეპორტიორი ამბობს, რომ მამაკაცს თეთრი სამოსი ეცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სიკვდილისთვის მზად იყო.

წყარო: timesofisrael.com

იტვირთბა....