aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სანქციების დაწესებით, აშშ-მა წითელი ხაზი გადაკვეთა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელზე სანქციების დაწესებით აშშ-მა წითელი ხაზი გადაკვეთა.

განცხადებაში ასევე საუბარია იმაზეც, რომ  თეირანი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უპასუხოდ არ დატოვებს, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, ირანში არ აკონკრეტებენ.

ირანის ხელისუფლება ბირთვულ შეთანხმებაში რაიმე სახის ცვლილებას უარყოფს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებენ.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სანქციების დაწესება მყარი შეთანხმების დარღვევის მცდელობაა.

იტვირთბა....