aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

“ირანთან ორმხრივი ვაჭრობა 50%-ით გაიზარდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფრენციაზე ირანთან ორმხრივი ვაჭრობის შედეგზე ისაუბრა. მისი თქმით,  მხარეები დღვანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება:
”ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის სულ უფრო მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკა მუდმივად აფიქსირებდა თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას და ირანის ისლამურ რესპუბლიკას. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის ძალიან ბევრი მიმართულება. განსაკუთრებით გამოვყოფდი სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს, სადაც მიმდინარე წლის მხოლოდ 2 თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ორმხრივი ვაჭრობა 50%-ით გაიზარდა, თუმცა პოტენციალი საკმაოდ დიდია და ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ორმხრივი ვაჭრობა არის დაბალანსებული. იზრდება როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. ჩვენს ქვეყანაში არის ხელსაყრელი ბიზსნესკლიმატი და საინვესტიციო ბიზნესგარემო, რასაც მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირდა ირანული ინვესტიციების ზრდა საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს საფუძველი ჩაეყარა სუფსის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს პროექტს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

იტვირთბა....