aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტისა და 20 პარტიის პოზიცია ვენეციის დასკვნას აცდენილია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტისა და 20 პარტიის პოზიცია ვენეციის დასკვნას აცდენილია. მისივე თქმით, ელის რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს დაადებს:

„სავარაუდოდ, თუ ვეტო დაედება ამ კანონპროექტს და ალბათ, დაედება, ის იქნება იმ დოკუმენტის შესაბამისი, რაც შეიმუშავა პრეზიდენტმა ე.წ. 20 პარტიასთან ერთად. მე პირდაპირ შემიძლია ძალიან თამამად განგიცხადოთ შემდეგი – არც ერთ შენიშვნას, რაც იყო წარმოდგენილი ამ დოკუმენტში კანონპროექტის სახით, ვენეციის კომისია არ იზიარებს გარდა ერთისა – ვენეციის კომისიამ გამოხატა უკმაყოფილება იმით, რომ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა პროპორციული სისტემის 2020 წელს ამოქმედება. პრეზიდენტის არც ერთ სხვა შენიშვნას არ იზიარებს ვენეციის კომისია. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევნების წესს – ვენეციის კომისიამ მოგვიწონა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა; პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირბეით ვენეციის კომისიას არც ერთი შენიშვნა არ აქვს; ასევე, მთავრობის საკითხებთან დაკავშირებით არ არის არც ერთი შენიშვნა; უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით არ არის არც ერთი შენიშვნა; თავდაცვის თავთან დაკავშირებით არ არის არც ერთი შენიშვნა ვენეციის კომისიის დასკვნაში. შესაბამისად, პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის პოზიცია არის მთლიანად აცდენილი ვენეციის კომისიის დასკვნას. ვენეციის კომისიამ ჩვენ მოგვცა ძალიან პოზიტიური დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, როგორც ცნობილია ვენეციის კომისია ასევე არ იზიარებს პრეზიდენტის და 20 პარტიის შენიშვნებს საარჩევნო ბარიერთან და ბლოკების გაუქმებასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....