aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “მუდმივად უმჯობესდება მდგომარეობა, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა ბუნებრივია, სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა საქართველოში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მუდმივად უმჯობესდება მდგომარეობა, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა ბუნებრივია, სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები, რომელთა გადალახვა ერთად დგომით შეასაძლებელია.

„ჯერ კიდევ უამრავი ოჯახი ცხოვრობს, სამწუხაროდ, სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. რა თქმა უნდა, მუდმივად უმჯობესდება მდგომარეობა, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა ბუნებრივია, სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა საქართველოში. საბოლოო ჯამში, ეკონომიკური განვითარების შედეგად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ის, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები საქართველოში. ასევე, გვაქვს, ბუნებრივია, გამოწვევები იგივე საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა კვლავაც დარღვეულია და ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნები კვლავაც მისაღწევია. ეს არის ის გამოწვევები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ თითოეულმა ჩვენგანმა. ეს ყველაფერი საჭიროებს, რა თქმა უნდა, ჩვენს მუხლჩაუხრელად შრომას და ჩვენს ერთად დგომას. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ერთად დავდგებით თითოეულ ამ მიზანს აუცილებლად წარმატებით მივაღწევთ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....