aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ირაკლი კობახიძემ გაუაზრებელი დაპირება გასცა”: “უმრავლესობა ვეტოს დაძლევს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართულ ოცნებას” ვენეციის კომისიასთან არანაირი იურიდიული ვალდებულება არ აქვს და თუ ირაკლი კობახიძემ რაიმე დაპირება გასცა, ეს მისი გაუაზრებელი ნაბიჯი იყო, -ამის შესახებ “მეტრონომთან” კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და 6 პუნქტიდან რამდენიმეს საკუთარი ინიციატივით უყრის კენჭს:

“თუ ამ 6 პუნქტს განვიხილავთ, რომელზეც პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი ვეტოს უფლება, უნდა შევახსენო მკითხველს, რომ რამდენიმე პუნქტი იყო “ქართული ოცნების” დაპირება ხელისუფლებაში მოსვლის და ამ პროექტზე მუშაობის დაწყების მომენტში. ამიტომ აქ პრეზიდენტის ვეტო მოულოდნელი არ იყო. რაც შეეხება დანარჩენს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არჩევნების პროცესზე კომპეტენციის გაზრდას, ესეც ლოგიკურია, რადგან ამას დიდი ხანია საზოგადოება მოითხოვს. 1995 წლის კონსტიტუციის პირვანდელ ტექსტში ეს უფლება ჰქონდა სასამართლოს და მიხეილ სააკაშვილის დროს შეიცვალა. დანარჩენი პუნქტები, მაგალითად, რაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ეხება, გადადებულია, რადგან ამას ვერ დააკმაყოფილებს ამ ეტაპზე მმართველი გუნდი, ვინაიდან ორპალატიანი პარლამენტის შექმნა  (რაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას სჭირდება),  საკმაოდ დიდი პროცესია და კოსტიტუციაში ძალიან დიდ ცვლილელებებს მოითხოვს.
ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” არ გაიზიარებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს.  ვინაიდან დადგენილია, რომ პარლამენტმა მთლიანად უნდა მიიღოს პრეზიდენტის შენიშვნები, ან-მთლიანად უარყოს, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” მიერ ვენეციის კომისიასთან ვალდებულების აღებას-არავითარი იურიდიული ვალდებულება ქვეყანას ვენეციის კომისასთან არ აქვს. ეს არის უბრალოდ ირაკლი კობახიძის, ჩემი აზრით, გაუაზრებელი დაპირება, რომ ყველაფერს რასაც იტყვის ვენეციის კომისია, შევასრულებთო. ასეთი დაპირება გაუზარებელი იყო.
უმრავლესობა ბლოკების და ბონუსების ინიცირებას პარლამენტში თავად მოახდენს, თუმცა ამას საკამოდ დიდი დრო დასჭირდება. დაახლოებით ორი სესია. “-განაცხადა დემეტრაშვილმა “მეტრონომთან”.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიუციო რეფორმას ვეტო დაადო და მას მოტივირებული შენიშვნები დაურთო. პრეზიდენტი მმართველ გუნდს 6 – პუნქტიან შეთავაზებას უგზავნის, -ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე გაანცხადა. მისი თქმით, 6-დან 4 პუნქტი კონკრეტულად “ქართული ოცნების” მიერ აღებული ვალდებულებაა.

მოტივირებული შენიშვნების სრული ვერსია იხილეთ აქ:

იტვირთბა....