aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთ კორეელი კიმ ჩონ იანი აირჩიეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინტერპოლის გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის პრეზიდენტად სამხრეთ კორეელი კიმ ჩონ იანი აირჩიეს.

კენჭისყრა დუბაიში ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 87-ე სესიაზე გაიმართა.

როგორც არჩევნებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებდა, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციაში ქვეყნების წარმომადგენლებმა იმ პირს უნდა მისცენ ხმა, რომლის სახელიც „შებღალული“ არ არის. მისი  თქმით, სწორედ ასეთია ამჟამად ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კიმ ჩენ იანი.

არჩევნებში რუსეთის წარმომადგენელი, ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ პროკოპჩუკი იყო.

 ინტრეპოლის ახალი პრეზიდენტის არჩვენები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ორგანიზაციის ხელმღვანელი მენ ჰუნვეი ჩინეთში კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

იტვირთბა....