aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

ინგა გრიგოლია: ქალბატონებო და ბატონებო, მოემზადეთ, ნინო შუბლაძე ხდება ჩვენი გუნდის ლიდერი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ტელეკომპანია “ტვ პირველის” საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგრამების მიმართულებას უხელმძღვანელებს,-ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“რა გამაჩერებდა ,რომ არ დამეწერა. ამ ამბის გახმაურებას დავასწრებ ყველას იმიტომ, რომ ძალიან მიხარია. ძალიან არა-უძალიანესად. ჰოდა, დავასწრებ ყველას და მე შეგატყობინებთ ამ უმაგრეს ამბავს და ჩვენს სატელევიზიო შენაძენს-მალე ტვ ,,პირველის” გუნდს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელთან ერთად მუშაობაც ყოველთვის იყო ჩემი დიდი სურვილი და რომელსაც ვცემ საოცარ პატივს, რომლის აზრი და შეფასება ყოველთვის განსაკუთრებულად (მგონი, ყველაზე მეტად) მაინტერესებდა და მაინტერესებს, იმიტომ, რომ არის სუპერ პროფესიონალი და უმაგრესი. რომლის მოსვლითაც ჩვენს ახალგაზრდა ტელევიზიაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება. ქალბატონებო და ბატონებო, მოემზადეთ ახალი, ძალიან მაგარი ამბისთვის-ნინო შუბლაძე ხდება ჩვენი გუნდის ლიდერი. მილოცვებს ვიღებ თამამად.”-წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, ნინო შუბლაძე ბოლოს ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა, მანამდე კი “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა და თოქ- შოუ “პოზიციის” ავტორი და წამყვანი იყო.

იტვირთბა....